თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2026 წლის 29-30 ივნისს გამართავს პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ XX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 20 მაისამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: conference.hum@tsu.ge
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).
იხ. თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;
3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
ფორმატი — A4
შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
თეზისის მოცულობა: 300 სიტყვა.
თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ბოლოს — საკვანძო სიტყვები.
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.